Back

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ შექმნილი დისტანციური სწავლების ვებ პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ცოდნის გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.

პლატფორმის გამოყენება და სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

პლატფორმა მომზადებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში.